weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

14:37 კვირა, 05 ნოემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 24 წლის ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო და საკუთარი მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

ქართველმა ძალოსანმა 2017 წლის აპრილში ხორვატიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 217 კილოგრამი აწია. მანამდე მსოფლიოში ამხელა წონა არავის ჰქონდა დაძლეული.

წელს ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებს, რომელიც 28 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]